Buffl

midterm 1

mt
by mari T.

ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა

ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით ქცევას მართავს, ან მის მოტივს წარმოადგენს ძლიერი შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები თანდაყოლილი ინსტიქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან, პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნილებებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს. ამ მოდელის მიხედვით, ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას, თუ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მისი ლტოლვები კი - შემცირებული. ქცევის მთავარი მიზანი დაძაბულობის შემცირებაა.

ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, პიროვნებას აქეთ-იქით ექაჩება შინაგანი და გარეგანი ძალები. ფროიდის მოდელში პირველად იყო ნაჩვენები, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის არ არის რაციონალური; რომ ქცევები შეიძლება ისეთი მოტივებით იყოს გამოწვეული, რომლებიც არ არის გაცნობიერებული.

რა არის სანდოობა? ვალიდობა? თვითანგარიში? სოციალური სასურველობის ეფექტი ?

სანდოობა - ფსიქოლოგიური ტესტირების ან ექსპერიმენტული კვლევის შედეგად მიღებული ქცევის მონაცემების შესაბამისობას და სარწმუნოებას. სანდო შედეგი სხვა დროს, მსგავს პირობებში შემოწმებისას უნდა გამეორდეს. თუ საზომი ინსტრუმენტი სანდოა, მისი გამეორებით გამოყენებისას მსგავსი ქულები უნდა მივიღოთ.

ვალიდობა - კვლევა ან ტესტირება იმ ფსიქოლოგიურ ცვლადს ან თვისებას ზომავს, რომლის გაზომვასაც აპირებდა.

თვითანგარიში - ადამიანის მიერ საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები.

სოციალური სასურველობის ეფექტი - როდესაც ადამიანი არასწორ პასუხს იძლევა, რათა საკუთარ თავზე სასურველი შთაბეჭდილება შექმნას.

აღქმა

აღქმა არის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც სენსორულ ხატში აწესრიგებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის, როგორც გარე სინამდვილით წარმოქმნილს, განცდას უზრუნველყოფენ.

ტერმინი აღქმა, მისი ფართო მნიშვნელობით, ნიშნავს გარემოში საგნების და მოვლენების წვდომის ზოგად პროცესს, რათა შევიგრძნოთ ისინი, გავიგოთ, მოვახდინოთ იდენტიფიკაცია, მივაკუთვნოთ რაიმე კატეგორიას და მოვემზადოთ მათზე რეაგირებისათვის.

აღქმას სამ საფეხურად ყოფენ: შეგრძნება, პერცეპტული ორგანიზაცია და იდენტიფიკაცია/საგნების ცნობა.

შეგრძნება ნიშნავს ნერვულ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც ტვინი აცნობიერებს.

პერცეპტული ორგანიზაცია - საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება.

იდენტიფიკაცია და ცნობა - ამ საფეხურზე პერცეპტულ ხატს მნიშვნელობა ეძლევა

ჰელმჰოლცის თეორია

1866 წელს ჰერმან ფონ ჰელმჰოლცი აღქმაში გამოცდილების, ანუ შეძენილის მნიშვნელობის პოზიციას იცავდა. მისი თეორიის მიხედვით, ნერვულ სისტემაზე მოქმედი, ხშირად ორაზროვანი სტიმულების ინტერპრეტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ფსიქიკურ პროცესებს ენიჭება. გარემოს შესახებ წარსულში მიღებული ცოდნის საფუძველზე დამკვირვებელი ქმნის ჰიპოთეზებს, ანუ ვარაუდობს იმის თაობაზე, თუ როგორია ესა თუ ის საგანი სინამდვილეში.

აღქმა ინდუქციური პროცესია - კონკრეტული, სავარაუდო კერძო ხატიდან დასკვნის გაკეთება საგნების ან მოვლენების ზოგად კლასზე ხდება, რომელსაც შეიძლება ეს კონკრეტული ხატი მიეკუთვნებოდეს. რადგან ეს პროცესი ცნობიერის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ჰელმჰოლცმა მას არაცნობიერი დასკვნა უწოდა.

ჰელმჰოლცის თეორია აღქმას ორ ეტაპად ყოფს. პირველ, ანალიტიკურ ეტაპზე გრძნობის ორგანოები ფუნდამენტური შეგრძნებების დონეზე ახდენენ სამყაროს ანალიზს. მეორე, სინთეზის საფეხურზე ხდება ამ სენსორული ელემენტების გაერთიანება და სინთეზირება ობიექტების და მათი თვისებების აღქმის სახით. ჰელმჰოლცის თეორიის მიხედვით, ჩვენ შეგრძნებების ინტერპრეტაციას გარემოდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე ვახდენთ.

რეტინალური დისპარატი

კონვერგენცია

თვალების ბადურაზე მიღებული გამოსახულების ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის შესაბამისობას რეტინალური დისპარატი ეწოდება.

ვიზუალური სისტემა იღებს ორ განსხვავებულ რეტინალურ გამოსახულებას, ადარებს მათ ერთმანეთს შესაბამისი ნაწილების ჰორიზონტალური წანაცვლების დასადგენად (ბინოკულარული დისპარატი) და ქმნის საგნის ერთიან პერცეპციას სიღრმეში. ფაქრტობრივად, ვიზუალური სისტემა ორ გამოსახულებას შორის შეუსაბამობას სამგანზომილებიანი სამყაროს სიღრმედ (მესამე განზომილებად) აღიქვამს.

სიღრმის სხვა ბინოკულარულ ინფორმაციას კონვერგენცია იძლევა.

კონვერგენცია - საგანზე ფიქსაციისას თვალების შიგნით, ერთმანეთისკენ შებრუნება. (თვალიდან რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებული საგანზე ყურებისას).

პიქტორული(გამოსახულების) მანიშნებლები

გადაფარვა

ოკლეზია

სიღრმეზე ინფორმაცია ერთი თვალითაც მიიღება. ამ წყაროებს პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები ეწოდებათ, რადგან ისინი ნახატებში აღმოჩენილი სიღრმის შესახებ ინფორმაციის მატარებლები არიან.

გადაფარვა ან ოკლეზია თავს იჩენს მაშინ, როდესაც გაუმჭვირვალე ობიექტი ფარავს მეორ ობიექტის ნაწილს. გადაფარვით ვიღებთ ინფორმაციას, რომ გადაფარული საგანი უფრო შორსაა, ვიდრე - გადამფარავი.

გადამფარავი ზედაპირი, ასევე, ახდენს სინათლის ბლოკირებას და წარმოქმნის ჩრდილებს, რაც სიღრმეზე ინფორმაციის დამატებით წყაროდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

პიქტორული ინფორმაციის დამატებითი სამი წყარო უკავშირდება მეთოდებს, რომლითაც სინათლე სამგანზომილებიანი სამყაროდან ორგანზომილებიანი ბადურას ზედაპირზე პროეცირდება. ესენია: ფარდობითი სიდიდე, წრფივი პერსპექტივა, ტექსტურის გრადიენტები.

ფარდობითი სიდიდე ეყრდნობა სინათლის პროექციის ძირითად პრინციპს - ერთი და იგივე ზომის, მაგრამ სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები განსხვავებულ გამოსახულებებს ქმნიან ბადურაზე. უახლოესი საგანი ქმნის ყველაზე დიდ გამოსახულებას, ყველაზე დაშორებული კი - ყველაზე მცირეს. ამ წესს სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართების წესი ეწოდება.

წრფივი პერსპექტივაც სიღრმის მანიშნებელია, რომელიც, ასევე, სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. როდესაც პარალელური ხაზები სიღრმისკენ მიდიან, რეტინალურ გამოსახულებაში ჰორიზონტის წერტილისკენ იხრებიან და ერთდებიან.

ტექსტურის გრადიენტებიც სიღრმის მანიშნებლებს იძლევა, რადგან ზედაპირის სიღრმეში განვრცობასთან ერთად იზრდება ტექსტურის სიმკვრივეც. ეს შეიძლება სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართების კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნიოთ. გიბსონს მიაჩნდა, რომ ტექსტურისა და სიღრმის ურთიერთმიმართება პერცეპტულ გარემოში არსებული ერთ-ერთი მუდმივაა.

სიდიდის ფორმის ფერის და ორიენტაციის კონსტანტობა

საგნის რეალურ სიდიდეს, ნაწილობრივ, ბადურაზე მისი შესატყვისი გამოსახულების სიდიდის საფუძველზე აღვიქვამთ.

საგნის სიდიდე, ჩვეულებრივ, დისტალური სტიმულის ზომას შეესაბამება. სიდიდის კონსტანტობა ნიშნავს საგნის რეალური სიდიდის აღქმის უნარს, ბადურაზე მისი გამოსახულების ცვლილებისდა მიუხედავად.

თუ საგნის სიდიდე მანიშნებლების გათვალისწინებით აღიქმება, მაშინ მანძილზე ზუსტი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, მას ყოველთვის დამახინჯებულად აღვიქვამთ.

ფორმის კონსტანტობა - საგნების რეალური მორმის აღქმის უნარი რეტინალური გამოსახულების ზომების ცვლილების მიუხედავად.

ორიენტაციის/მიმართულების კონსტანტობა არის სამყაროში საგნების რეალური ორიენტაციის აღქმა, ბადურაზე მათი ორიენტაციის ცვლილების მიუხედავად.

ფერის კონსტანტობა არის განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტების სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია.

აღმავალი გაფამუშავება

სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში გადაგზავნას ამორჩევისა და ანალიზისათვის აღმავალი გადამუშავება ეწოდება. აღმავალი გადამუშავება ემპირიულ რეალობას ეფუძნება და ინფორმაციის მცირე ნაწილებს შეეხება. ის სტიმულის კონკრეტულ ფიზიკურ ნიშნებს აბსტრაქტულ ხატებად გარდაქმნის. ამ ტიპის გადამუშავებას მონაცემებით აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებე, რადგან იდენტიფიკაციის საწყის წერტილს გარემოდან მიღებული მონაცემები წარმოადგენს.

აღმავალი გადამუშავება - გარემოში ხელმისაწვდომ სენსორულ ინფორმაციაზე დაფუძნებული პერცეპტული ანალიზი. ანალიზის შედეგები აღმავალი გზით შედარებით აბსტრაქტულ რეპრეზენტაციებისკენ მიემართება.

დაღმავალი გადამუშავება

როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენს აღქმაზე, ფენომენს დაღმავალი გადამუშავება ეწოდება. დაღმავალ გადამუშავებას სამყაროს აღქმაში წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოტივები და კულტურული ფონი შემოაქვს. დაღმავალი გადამუშავებისას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციონირება გავლენას ახდენს საგნებისა და მოვლენების გაგებაზე. დაღმავალ პროცესებს კონცეპტუალურად (ანუ ცნობიერის დონეზე, ან ჰიპოთეზით) აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებენ, რადგან მეხსიერებაში შენახული ცნებები გავლენას ახდენს სენსორული მონაცემების ინტერპრეტაციაზე.

დაღმავალი გადამუშავება - პერცეპტული პროცესები, როდესაც ადამიანის წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოლოდინები, მოტივაცია და კონტექსტი გავლენას ახდენს აღქმული ობიექტის ინტერპრეტაციასა და კლასიფიკაციაზე

Author

mari T.

Information

Last changed