Buffl

midterm 1

mt
von mari T.

მარქსიზმი

კარლ მარქსს მიაჩნდა, რომ კლასობრივი კონფლიქტი ჩადებულია საზოგადოების საფუძველში. მარქსისტები განსხვავებით სხვა სოციოლოგებისგან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საზოგადოების კლასობრივ დაყოფას, კლასთა კონფლიქტს, აგრეთვე ძალაუფლებისა და იდეოლოგიის პრობლემებს. მარქსის თვალსაზრისით ბურჟუაზიური საზოგადოების ძირითადი კლასებია კაპიტალისტები და დაქირავებული მუშები. ამ ორ კლასს არ გააჩნიათ საერთო ღირებულებები, კაპიტალისტები მისწრაფიან იბატონონ მუშებზე და ექსპლოატაცია გაუწიონ მათ. შედეგად აღნიშნული კლასები მუდმივად მტრობენ ერთმანეთს. რალფ დარენდოერფი უარყოფს მარქსის იდეას იმის შესახებ, რომ საზოგადოების ძირითადი კონფლიქტში მყოფი ჯგუფები - ესაა კლასები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ეკონომიკური ნიშნების მიხედვით. ძირითადი კონფლიქტები ხდება იმათ შორის ვისაც აქვს ეს ძალაუფლება და ვისაც ის არა აქვს.

კულტურა

სიტყვა კულტურა ლათინური წარმოშობისაა და კულტივირებას, ანუ ნიადაგის დამუშავებას ნიშნავს. შუა საუკუნეებში ეს სიტყვა მარცვლეულის წარმოების პროგრესულ მეთოდს აღნიშნავდა, ამგვარად ჩნდება სიტყვა აგრიკულტურა, ანუ ნიადაგის დამუშავების კულტურა.

XVIII-XIX საუკუნეებში ამ სიტყვის გამოყენება ადამიანებთან მიმართებაში დაიწყეს, ე.ი. თუ ადამიანი ნაკითხი იყო და გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით ის ,,კულტურულ” ადამიანად ითვლებოდა. გერმანული სიტყვა - კულტურ, ასევე ცივილიზაციის მაღალ დონეს ნიშნავდა. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა ,,კულტურა” ჯერ კიდევ საოპერო თეატრთან, მშვენიერ ლიტერატურასთან, ზრდილობიან აღზრდასთან ასოცირდება. ის ადამიანთა ამ ჯგუფის ქცევების რეგულირებასა და გამოცდილების მოწესრიგებას ემსახურება. ქვეჯგუფის მრწამსი და შეხედულებები ხშირად სუბკულტურად იწოდება.

რესოციალიზაცია

რესოციალიზაცია ეწოდება ახალი ღირებულებების, როლების, უნარ- ჩვევების ათვისებას ძველი, ადრინდელი, არასაკმარისად ათვისებული ან უკვე მოძველებული როლების ნაცვლად. რესოციალიზაცია საქმიანობის მრავალ სახეს მოიცავს - კითხვის უნარის გაუმჯობესებიდან დაწყებული და მუშათა პროფესიული გადამზადებით დამთავრებული. ფსიქოთერაპიაც ასევე რესოციალიზაციის ერთერთი ფორმაა. მისი ზემოქმედების ქვეშ ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ თავიანთ კონფლიქტებში და ამ გაგების საფუძველზე თავიანთი საქციელი და ქცევა შეცვალონ. სიბერისადმი შეგუება აუცილებელი და სავალდებულო არაა წარმოადგენდეს ზრდის პროცესს. პიროვნების განვითარება შეიძლება შეწყდეს, ან უკანაც კი დაეშვას ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესუსტებისა და დაქვეითების გამო, რაც ძალიან ხშირად ხდება მოხუცებულობაში. ზოგიერთი ხანდაზმული ადამიანი ჯანმრთელობის შერყევის, ფინანსური სიძნელეების და ემოციური განცდების გამო წყვეტს აქტიური როლის თამაშს საზოგადოებაში.

ფროიდის თეორია

ფროიდის თანახმად, ბიოლოგიური ლტოლვები (განსაკუთრებით სექსუალური) უპირისპირდება და ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებს, შესაბამისად სოციალიზაცია ამ ლტოლვების მოთოკვისა და ალაგმვის პროცესია.

იდი (,,იგი”) სიამოვნების მიღებაზე მიმართული ენერგიის წყაროა. ენერგიის განთავისუფლებისას დაძაბულობა სუსტდება და პიროვნება სიამოვნების გრძნობას განიცდის. ,,იგი” (იდი) გვიბიძგებს სექსისაკენ, აგრეთვე ახორციელებს ორგანიზმის ისეთ ფუნქციებს,როგორიცაა საკვების მიღება და ბუნებრივ საჭიროებათა დაკმაყოფილება.

ეგო (,,მე”) აკონტროლებს ადამიანის ქცევას, და რაღაცნაირად გვაგონებს შუქნიშანს, რომელიც პიროვნებას გარემომცველ სინამდვილეში ორიენტირებისას ეხმარება. ეგო არეგულირებს შესაფერისი ობიექტის შერჩევას, რომელიც საშუალებას იძლევა გადავლახოთ იდ-თან დაკავშირებული დაძაბულობა. სუპერეგო (,,ზე- მე”) - ესაა იდეალიზებული მშობელი, იგი ზნეობრივ და შეფასებით ფუნქციებს მოიცავს. სუპერეგო მართავს ქცევებს და სრულყოფას მშობელთა, ხოლო შემდგომ საზოგადოების მიერ შემოღებული სტანდარტების მიხედვით ცდილობს.

სექსუალური განვითარების სტადიები ფროიდის მიხედვით

ორალური: ბავშვის სიცოცხლის დასაწყისში ეროგენულ ზონას წარმოადგენს პირი. ჩვილის მთელი ენერგია მიმართულია იმაზე, რათა

ერთმანეთთან ურთიერთობის იგი აგრეთვე საზოგადოების თუმცა საზოგადოების წევრთა

მიიღოს სიამოვნება პირის გზით - არა მხოლოდ საკვების მიღებისაგან, არამედ წოვის, როგორც ასეთისაგან.

ანალური: მთავარი ეროგენული ზონა უკანა გასასვლელი ხდება. ამ დროს ბავშვები ისწრაფვიან დამოუკიდებლობისაკენ, ხოლო მშობლები ესწრაფვიან მიაჩვიონ ისინი ღამის ქოთანზე დაჯდომას. ამ პერიოდში სერიოზულ მნიშვნელობას იძენს ექსკრეციის პროცესის კონტროლის უნარი.

ფალიური: სიამოვნების მთავარ წყაროს ბავშვისთვის პენისი ან კლიტორი წამოადგენს. ბიჭები შედიან ე.წ. ოიდიპოსის სტადიაში - ქვეცნობიერად ისინი ოცნებობენ დედის გვერდით მამის ადგილის დაკავებაზე. გოგონები კი აცნობიერებენ, რომ მათ არ აქვთ პენისი, ამიტომ ისინი ბიჭებთან შედარებით არასრულყოფილად გრძნობენ თავს.

გენიტალიური: ამ პერიოდში თავს ინარჩუნებს ადრეული სტადიებისათვის დამახასიათებელი ზოგი თავისებურება, მაგრამ სიამოვნების მთავარი წყარო საპირისპირო სქესის მქონე პიროვნებასთან სექსუალური ურთიერთობა ხდება.

პიაჟეს კოგნიტური განვითარება

სენსომოტორული, დაბადებიდან ორ წლამდე, სენსომოტორულ სტადიად იწოდება. ამ დროს ბავშვებში გარემომცველი სამყაროს საგნების სახეების მეხსიერებაში დიდხანს შენახვა-დამახსოვრების უნარი ყალიბდება. ამ სტადიამდე მათ, შესაძლოა, ეჩვენებათ, რომ საგანი კარგავს არსებობას, როდესაც მას ვერ ხედავენ.

ოპერაციონალური, ორიდან შვიდ წლამდე, წინაოპერაციულ სტადიად იწოდება. ამ პერიოდში, ბავშვები სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობის განსხვავებას სწავლობენ. მოცემული სტადიის დასაწყისში ბავშვები ძალიან ბრაზდებიან და განიცდიან, თუ ვინმე დაუნგრევს ქვიშისაგან აშენებულ კოშკს, რომელიც სიმბოლურად მათ საკუთარ სახლს აღნიშნავს.

კონკრეტული ოპერაციების სტადია, შვიდიდან 11 წლამდე ასაკში ბავშვები სწავლობენ აზრობრივად შეასრულონ ის მოქმედებები, რომლებსაც ადრე მხოლოდ ხელებით ასრულებდნენ. პიაჟე ამ პერიოდს კონკრეტულ ოპერაციათა სტადიას უწოდებს.

ფორმალური ოპერაციების სტადია, 12-დან 15 წლამდე ასაკში ბავშვები შედიან უკანასკნელ სტადიაში, რომელსაც ფორმალურ ოპერაციათა სტადია ეწოდება. ამ ეტაპზე მოზარდებს შეუძლიათ ამოხსნან აბსტრაქტული მათემატიკური და ლოგიკური ამოცანები, გაიაზრონ მორალური პრობლემები, აგრეთვე იფიქრონ და იოცნებონ მომავალზე. აზროვნების შემდგომი განვითარება სრულყოფს ამ სტადიაზე ათვისებულ უნარებსა და ჩვევებს.

მიდის თეორია

ჯ. მიდის აზრით, პიროვნების ფორმირების პროცესი სამ განსხვავებულ სტადიას მოიცავს. პირველია - იმიტაცია. ამ სტადიაზე ბავშვები ეწევიან უფროსების ქცევების მიბაძვას ისე, რომ არ ესმით იგი. პატარა ბიჭს შეუძლია ,,დაეხმაროს“ მშობლებს იატაკის წმენდისას, დაატარებს რა იქეთ - აქეთ თავის სათამაშო მტვერსასრუტს, ან ჯოხსაც კი. შემდეგ მოდის თამაშების სტადია, როდესაც ბავშვები მოქმედების, ქცევის, როგორც გარკვეული როლის შესრულების გაგებას იწყებენ. თამაშობენ რა თოჯინებით, პატარა ბავშვები ჩვეულებრივ მათ ხან ალერსით, ხან გაჯავრებით, როგორც მშობლები ისე ელაპარაკებიან და პასუხობენ თოჯინების ნაცვლად ისე, როგორც ბიჭი ან გოგონა პასუხობს მშობლებს. ერთი როლიდან მეორეზე გადასვლა ბავშვებში ავითარებს უნარს, მისცეს თავის აზრებს და მოქმედებებს ისეთი საზრისი, როგორც მას საზოგადოების სხვა წევრები აძლევენ. მიდის აზრით, ადამიანური ,,მე“ შედგება ორი ნაწილისაგან: ,,I-აი” და ,,Me” ანუ ,,სუბიექტური მე” - სა და ,,ობიექტური მე”. ,,სუბიექტური მე” (I) ეს არის სხვა ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოებისაგან მომდინარე ზემოქმედებებზე პიროვნების რეაქცია. ,,ობიექტური მე” (Me) - ესაა ადამიანის მიერ მისთვის მნიშვნელობის მქონე ადამიანების თვალსაზრისით საკუთარი თავის გაცნობიერება. ,,სუბიექტური მე” (I) ისევე რეაგირებს ,,ობიექტური მე”-ს ზემოქმედებაზე, როგორც სხვა ადამიანებიდან მომდინარე ზემოქმედებებზე.

მესამე ეტაპი, კოლექტიური თამაშების სტადია, როდესაც ბავშვები არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი ჯგუფის მოლოდინების გაცნობიერებას სწავლობენ. ეს განწყობანი და მოლოდინები ქმნიან რაღაც ,,სხვა”, ,,განზოგადებული სხვის” სახეს, რომელიც საზოგადოებრივ აზრს განასახიერებს. ბავშვები საკუთარი ქმედებების გაცნობიერებას და შეფასებას „სხვების“ მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით იწყებენ.

ერიქსონის თეორია (რვა სტადია)

1. ნდობა - უნდობლობა (ძუძუმწოვართა ასაკი), როდესაც ყრმას ძუძუთი კვებავენ, ეალერსებიან, ნანას უმღერიან, როდესაც მას უცვლიან საფენებს, იგი გებულობს, თუ როგორი ზომით არის დაკმაყოფილებული მისი ძირითადი მოთხოვნილებები. თუ ბავშვები საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მეტად აღარ ტირიან, როდესაც მათ ტოვებენ ისინი, ვინც მათზე ზრუნავს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ თავის სიცოცხლეში პირველი კრიზისი გადალახეს, მაგრამ გარშემომყოფთა მიმართ უნდობლობის რაღაც დონე მაინც რჩება, ვინაიდან კრიზისი ხშირად სრულყოფილად არ წყდება.

2. ავტონომიურობა - სირცხვილი და ეჭვიანობა (1-2 წლები). ბავშვი სწავლობს ლაპარაკს და სიარულს. მისი ცოდნა გარემომცველ სამყაროზე ფართოვდება. სწორედ ამ პერიოდში ბავშვების მისწრაფება დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტისადმი დაუმორჩილებლობისაკენ განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე მშობლები ცდილობენ ასწავლონ მათ ღამის ქოთანზე ჯდომა. როდესაც ბავშვს ამ ინტიმურ სფეროში ძალიან ბევრ მოთხოვნას უყენებენ, იგი სირცხვილის და საკუთარი არასრულყოფილების ღრმა გრძნობას განიცდის; ამით დამოუკიდებლობისა და გარემომცველ სინამდვილეში ორიენტირების უნარისადმი მისწრაფებას საფუძველი ეცლება.

3. ინიციატივა - ბრალეულობის განცდა (3-5 წლები). ამ პერიოდში ბავშვებში შეიმჩნევა მოძრაობა, გადაადგილებებისადმი სწრაფვა, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის მუშაობა. ნათლად ვლინდება მეტოქეობის სულისკვეთება და ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავების.გაცნობიერება. ყოველივე ამის შედეგად ბავშვი უპირისპირდება გარშემომყოფთ იმ მიზეზით, თუ როგორ შორს შეიძლება წავიდეს მისი ინიციატივა თავისი ახალი მოთხოვნილებების დემოსნტრირებისას.

4. შრომისმოყვარეობა - არასრულფასოვნება (უმცროსი სასკოლო ასაკი). ბავშვები სწავლობენ ინდივიდუალური ამოცანების შესრულებას. ისინი ამყარებენ ურთიერთობებს მასწავლებლებთან და სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ბავშვები იწყენებ რეალური

ცხოვრებისეული როლებისადმი ინტერესების გამოვლენას, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მთავარი მნიშვნელობა აქვს თავის თავში დარწმუნებულობის და კომპეტენტურობის განვითარებას, სწორედ ამ პერიოდში იწყებენ ბავშვები ზრდასრულთა ნამდვილი როლების ათვისებას. თუ ბავშვი ვერ შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას იგი თავს არასრულყოფილად იგრძნობს.

5. ინდივიდუალობის ჩამოყალიბება (იდენტიფიკაცია) - როლური დიფუზია (სიყმაწვილე). თავისი ფიზიკური განვითარების შედეგად, ახალგაზრდა ადამიანები ხდებიან ზრდასრულნი და აქტიურ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან; ამავე დროს, მათცხოვრებაში თავისი ადგილის არჩევა უხდებათ. საქმეებში წარუმატებლობამ შეიძლება შესაფერისი სამუშაოს, პარტნიორების, მეგობრების შემდგომ არჩევანზე უარყოფითად იმოქმედოს.

6. ინტიმურობა - მარტოობა (ზრდასრული პერიოდის დასაწყისში). ამ სტადიაზე ძირითად მნიშვნელობას იძენს ქორწინება, მზრუნველობა და ინტიმურ ურთიერთობათა სხვა სახეები. ადამიანები ცდილობენ და ესწრაფვიან დაამყარონ მუდმივ პარტნიორებთან გულწრფელი და სანდო ურთიერთობები. თუ ინტიმურობასა და მარტოობას შორის არსებული კონფლიქტი ვერ პოულობს გადაჭრას, მაშინ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შემდგომში ადამიანი შევიდეს დროებით კავშირებში, რომლებიც მუდამ განხეთქილებითა და დაპირისპირებით დასრულდება.

7. შემოქმედებითი აქტიურობა - უძრაობა (საშუალო ასაკი). ამ ეტაპზე ადამიანები ძირითადად ითვისებენ განსაზღვრული სახის საქმიანობას და მშობლის ფუნქციებს. იგი პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს: რამდენად პატივმოყვარეა ესა თუ ის ადამიანი? ჩართულია თუ არა ის თავის საქმიანობაში, მთლიანად იხარჯება თუ არა და რა მომენტიდან ავლენს იგი კარიერისადმი განსაკუთრებულ ინტერესს? შეუძლია თუ არა მას მისცეს საზოგადოებას ახალი წევრები, შობოსდა აღზარდოს ბავშვები? როგორი წესით და ხერხით გადალახავს ის სამსახურში არსებულ წარუმატებლობას ან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ არასასურველ პრობლემებს?

8. სიმშვიდე - სასოწარკვეთილება (სიბერე). ამ სტადიაზე ადამიანები აჯამებენ თავიანთი ცხოვრების განვლილ გზაზე მოპოვებულ შედეგებს. ამ პერიოდში ადამიანი ახლებურად იაზრებს საკუთარ ცხოვრებას. თუ ადამიანები ცხოვრებით კმაყოფილნი არიან, მაშინ მათ უჩნდებათ გრძნობა იმისა, რომ ცხოვრების ყველა ეტაპი რაღაც ერთიან მთლიანობას შეადგენს. თუ არა, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.

სოციალური სტატუსი

სოციალური პოზიციები დაკავშირებულია გარკვეულ წესებთან და ვალდებულებებთან, რასაც სტატუსს ვეძახით. ადამიანს შეიძლება ქონდეს მრავალი სტატუსი, მაგრამ ერთი მათგანი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ მთავარი სტატუსი, განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ მდგომარეობას. ზოგიერთი სტატუსი დაბადებიდან მოდის. სტატუსი განისაზღვრება სქესით, ეთნიკური წარმომავლობით, დაბადების ადგილით, ოჯახის გვარით. ასეთ სტატუსებს დარქმეული ან მიწერილი სტატუსი ეწოდებათ. პირიქით, მიღწეული (შეძენილი) სტატუსი განისაზღვრება იმით, თუ რა გააკეთა ადამიანმა თავის სიცოცხლეში. მაგრამ ერთხელ მიღებული ახალი სტატუსი სამუდამოდ რჩება, გახდება პიროვნების პერმანენტული ნაწილი და ადამიანის სოციალური როლი, განსაზღვრავს მთელს მის საქმიანობასა და მიზნებს დარქმეული სტატუსის შესაბამისად.

სოციალური როლი

როლი ეწოდება ადამიანის სტატუსით განსაზღვრულ მოსალოდნელ ქცევას. სოციალური როლების სისტემატიზაციის მცდელობა ტალკოტ პარსონსსა და მის კოლეგებს ქონდათ (1951).

1. ემოციურობა. ზოგიერთი როლი მოითხოვს ემოციურ თავშეკავებას იმ ვითარებებში, რომელთაც ჩვეულებრივ გრძნობების ხმაურიანი

გამომჟღავნება ახლავს (საუბარი ეხება ავადმყოფობას, ტანჯვას, გარდაცვალებას). ოჯახის წევრებისა და მეგობრებისაგან ემოციების შეკავება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

2. მიღების წესი. ზოგიერთი როლი მიკუთვნებული სტატუსითაა გაპირობებული. მაგალითად, ბავშვის, ყმაწვილის ან ზრდასრული მოქალაქის; ისინი ამ როლის შემსრულებელი ადამიანის ასაკით განისაზღვრება. სხვა როლებს მიღწევა სჭირდება; როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიცინის დოქტორზე მხედველობაში გვაქვს ისეთი როლი, რომელსაც პიროვნების ძალისხმევა სჭირდება და ავტომატურად არ მიიღება.

3. მასშტაბი. ზოგიერთი როლი ადამიანთა ურთიერთობების განსაზღვრული ასპექტებით მკაცრადაა შეზღუდული. მაგალითად, ექიმისა და პაციენტის როლი განსაზღვრულია კითხვებით რომლებიც უშუალოდ ეხებიან პაციენტის ჯანმრთელობას. პატარა ბავშვსა და მის მშობლებს შორის ყალიბდება უფრო ფართო ურთიერთობა; მშობელთაგან ორივეს ბავშვის ცხოვრების მრავალი მხარე აწუხებს.

4. ფორმალიზაცია. ზოგიერთი როლი ადამიანების ურთიერთობას დადგენილი კანონების შესაბამისად გულისხმობს. მაგალითად, ბიბლიოთეკარი ვალდებულია გასცეს წიგნი გარკვეული ვადით და დაგვიანებით დაბრუნების შემთხვევაში დაუწესოს ჯარიმა. სხვა როლების შესრულებისას დასაშვებია განსაკუთრებული ურთიერთობა იმათთან ვისთანაც პიროვნული ურთიერთობები ჩამოყალიბებულია. მაგალითად, ჩვენ არ ველოდებით, რომ დამ ან ძმამ გადაგვიხადოს გაწეული სამსახურის საფასური, თუმცა უცნობისგან ამ საფასურს ავიღებდით.

5. მოტივაცია. განსხავებული როლები გაპირობებულია სხვადასხვა მოტივებით. მოსალოდნელია, რომ საქმიანი ადამიანი ჩაფლობილია საკუთარ ინტერესებში - მისი ქცევები მაქსიმალური მოგების მიღების სურვილითაა განსაზრვრული, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სოციალური სფეროს მუშაკი ვთქვათ, უმუშევრეთათვის დახმარების ბიუროს თანამშრომელი ძირითადად საზოგადოების კეთილდღეობისა და არა პირადი გამორჩენისათვის შრომობს.

გემაინშაფტი

სოფლის თემს ნიშნავს.

თუ ვისაუბრებთ ინდივიდუალურ მოტივაციაზე, ,,გემაინშაფტი” ხელს უწყობს ადამიანების სწრაფვას თემური პრინციპების შესაბამისად იცხოვრონ, მაგალითად, მოსავლის აღებისას გლეხები ოჯახებით ერთმანეთს უფასოდ ეხმარებიან.

სოციალური კონტროლის სფეროში ,,გემაინშაფტი” გადამწყვეტ მნიშვნელობას ტრადიციულ ადათ-წესებს, რწმენასა და დაუწერელ კანონებს ანიჭებს

შრომის დანაწილების სფეროში ,,გემაინშაფტის” ტიპის საზოგადოება შეზღუდული სპეციალიზაციით გამოირჩევა, რაც ძირითადად ნათესაურ კავშირებს ეფუძნება, ჩვეულებრივ, მეურნეობაში ქმარს, ცოლსა და შვილებს თავიანთი მოვალეობები აქვთ.

გემაინშაფტის” საზოგადოებაში კულტურა რელიგიურ ღირებულებებს, ეფუძნება

გემაინშაფტის” საზოგადოებაში ძირითადი სოციალური ინსტიტუტებია ოჯახი, მეზობლები და თემი;

გეზელშაფტი

გემაინშაფტის” საზოგადოებაში ძირითადი სოციალური ინსტიტუტებია ოჯახი, მეზობლები და თემი;

გეზელშაფტის” ტიპის საზოგადოება პიროვნული ინტერესების რაციონალურ განხორციელებას ეფუძნება, ინდივიდები ურთიერთობენ საქმიან, უსახურ ვითარებაში და გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ანგარიშს ფულით ასწორებენ.

გეზელშაფტი” ფორმალურ სამართალზე დაფუძნებული საზოგადოებაა.

გეზელშაფტის” ტიპის საზოგადოებისათვის პროფესიონალური როლების სპეციალიზაციაა დამახასიათებელი და ეს საოჯახო როლებს არ ემთხვევა.

გეზელშაფტში” კულტურა საერო ღირებულებებს ეფუძნება

,,გეზელშაფტში” საზოგადოებრივი ინსტუტუტებია დიდი გაერთიანებები და ასოციაციები

ანომიის თეორია

დიურკემი

მერტონი

დიურკემი - ამ მოვლენის ახსნისას, იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ადამიანთა ცხოვრების რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს სოციალური წესები და ნორმები თამაშობენ. ნორმები მართავენ მათ ქცევებს, მათ იციან თუ რას უნდა მოელოდნენ სხვებისგან და მათგან რას მოელიან. ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება (ე.ი. მათი კმაყოფილება თუ იმედის გაცრუება),ყოველივე ამის შედეგად ადამიანები დაბნეულობისა და დეზორიენტაციის მდგომარეობას განიცდიან და ეს ყველაფერი ხელს უწყობს დევიანტურ ქცევას.

მერტონი - იგი თვლის, რომ დევიაციის მიზეზია განხეთქილება საზოგადოების მიერ მიღებულ კულტურულ მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის სოციალურად მოწონებულ საშუალებებს შორის.

 

Author

mari T.

Informationen

Zuletzt geändert