საქართველოს ტერიტორიაზე სად აღმოაჩინეს ჰომო გეორგიკუსი?
დაახლოებით რამდენი წლისაა დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთი?
3.რას ეწოდა „ნეოლითური რევოლუცია“?
4. რომელი კულტურის სახელითაა ცნობილი ადრე ბრინჯაოს ხანა საქართველოში?
5. რა იყო ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი?
6. რას უწოდებენ „კოლხურ თეთრს“?
7. ლეგენდის თანახმად, რა იყო არგონავტების ლაშქრობის მთავარი მიზანი?
8. რომელი სამეფოს შესახებ მოგვითხრობს მითი არგონავტების შესახებ?
9. ლეგენდის თანახმად რა ერქვა კოლხეთის მეფის, აიეტის ქალიშვილს?
10. რომელი ქართული სახელწოდება შეესაბამება ბერძნული კოლონიის - გიენოსის სახელი?
11. შავი ზღვის რომელ სანაპიროზე მდებარეობდა ქალაქი დიოსკურია?
12. ვის მიერ იყო დაარსებული ფაზისის ახალშენი (კოლინია) ?
13. რომელი ქართული პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობდა უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი
გაერთიანების - დიაოხის პოლიტიკური ცენტრი?
14. ვინ იყო ფარნავაზის მოკავშირე აზოსთან ბრძოლაში?
15. რომელი ქალაქის მახლობლად აღიმართა არმაზის კერპი?
16. რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო ფარნავაზმა ქართლის სამეფო?
17. ვის წინააღმდეგ იბრძოდა ფარნავაზი?
18. ვის უკავშირებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ქართული დამწერლობის შექმნას?
19. რომელი იყო ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქი?
20. რა იყო ფარნავაზის დროს ქართლის სამეფოს უმთავრესი რელიგია?
21. რომელმა რომაელმა სარდალმა ილაშქრა ქართლში ძვ. წ. აღ-ის I საუკუნეში?
22. რომელი ღმერთის ტაძრის სიახლოვეს აღმართეს ფარსმან II-ის ცხენოსანი ქანდაკება რომში?
23. რომელ ქალაქში აღიმართა ქართლის მეფის, ფარსმან II-ის ძეგლი მისი პატივისცემის ნიშნად?
24. რომელი რომაელი იმპერატორის თხოვნით ჩავიდა რომში ქართლის მეფე ფარსმან II ქველი?
25. გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეთაგან რომელმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?
26. რომელია ბაზილიკური ტიპის ტაძარი?
27. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს რომელი მოციქულია დაკრძალული აფხაზეთში, ანაკოფიაში?
28. საქართველოს რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად წმ. ნინო?
29. რომელი ქართველი მეფის დროს მიიღეს ქრისტიანობა ქართლში?
30. ვინ იყო მირიან მეფის თანამედროვე რომის იმპერატორი?
31. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ქართლის პირველი ქრისტიანი დედოფალი ნანა?
32. რისი ეპისკოპოსი ესწრებოდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას?
33. საქართველოს რომელი მხარეების ისტორიული სახელწოდებაა თაკვერი?
34. საქართველოს რომელი კუთხე იყოფოდა შემდეგ ნაწილებად: შიდა, ქვემო და ზემო?
35. რომელი მდინარე საზღვრავს იმერეთს დასავლეთიდან?
36. საქართველოს რომელ კუთხეებს ეწოდებოდა ძველად ფხოვი?
37. რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგ გორგასლის მიერ დარიალის კარის გამაგრებას?
38. რომელი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო ვახტანგ გორგასალმა პირველი ლაშქრობა ჩრდილო
კავკასიაში ოსეთის წინააღმდეგ?
39. რა იყო ვახტანგ მეფის საეკლესიო რეფორმის უმთავრესი შედეგი?
40. რომელ მთავარეპისკოპოსთან მოუვიდა უთანხმოება ვახტანგ გორგასალს ქართული ეკლესიისთვის
ავტოკეფალიის მოპოვების გამო?
41. რომელი ციხე აიგო ვახტანგ გორგასლის დროს?
42. ვინ მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების დაწყების წინ?
43. ვინ ჩაუყარა საფუძველი სახელმწიფოს ახალ დედაქალად თბილისის ქცევას?
44. რომელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?
45. რა ვითარებაში დაიღუპა ეგრისის მეფე გუბაზი?
46. რა შედეგით დასრულდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?
47. რა ერქვა არაბთა მიერ საქართველოში დანიშნულ მოხელეს?
48. ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიპყრეს არაბებმა?
49. რომელი სახელმწიფოს სარდალი იყო ჰაბიბ იბნ მასლამა, რომელმაც ქართლის ერისმთავართან „დაცვის სიგელი“ გააფორმა?
50. ბაგრატიონთა საგვარეულოს რომელი წარმომადგენელი იყო ტაო-კლარჯეთის სამეფოს დამაარსებელი?
51. ვინ ცდილობდა თბილისის აღებას VII საუკუნის 20-ან წლებში?
52. რა ზედსახელით მოიხსენიებენ საქართველოში არაბ სარდალს მურვან იბნ მუჰამედს?
53. რას უწოდებდნენ დოკუმენტს, რომელიც არაბმა სარდალმა გააფორმა ქართლის ერისმთავართან VII
საუკუნეში?
54. რომელ საუკუნეში დაარსდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?
55. სად მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?
56. სად მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე?
57. სად მდებარეობს სამთავროს მონასტერი?
58. რომელი პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნეში?
59. რომელმა საგვარეულომ დაიმკვიდრა „ქართველთა მეფის“ ტიტული?
60. ვინ ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება ტაო კლარჯეთში VIII საუკუნის ბოლოდან?
61. რომელი სახელმწიფოს ჯარს სარდლობდა ბუღა თურქი?
62. რომელ საუკუნეში ილაშქრა ბუღა თურქმა საქართველოში?
63. რომელი ქალაქი აიღო ბუღა თურქის ლაშქარმა?
64. ვის დაეხმარა დავით III კურაპალატი აჯანყების ჩახშობაში?
65. სად მდებარეობს XI საუკუნეში აგებული ბაგრატის ტაძარი?
66. ვის მემკვიდრედ გამოცხადდა ბაგრატ III?
67. რომელი საერისთავოს მმართველები იყვნენ ბაღვაშები IX-XIII საუკუნეებში?
68. რა ევალებოდა სახელმწიფო მოხელეს - მეჭურჭლეთუხუცესს?
69. რომელმა მეფემ შეძლო პირველად ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება XI საუკუნეში?
70. რომელი იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა გიორგი I შირიმნის ბრძოლაში?
71. ვის ჩაუვარდა ტყვედ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში XI საუკუნეში?
72. სად მდებარეობს სვეტიცხოველის ტაძარი?
73. ვისი მეფობის დროს აშენდა სვეტიცხოველის ტაძარი?
74. ვინ მოღვაწეობდა ათონის ივერთა მონასტერში XI საუკუნეში?
75. რომელი მეფის დროს შემოიჭრნენ საქართველოში პირველად სელჩუკები?
76. რომელი მეფის დროს დაიწყო „დიდი თურქობა“?
77. მემატიანის გადმოცემით, „ერთ დღეს დაწვეს ქუთაისი და არტანუჯი და კლარჯეთის მონასტრები“. XI
საუკუნეში მომხდარ ვის შემოსევებს აღწერს მემატიანე?
78. „ხოლო მეფეს .... ამიტომ ეწოდა აღმაშენებელი. რომ როდესაც ის გამეფდა, ქვეყანა სრულიად აოხრებული
იყო; ამან აღაშენა და გააფართოვა, რადგან იყო ღმერთის მოშიში და მოყვარე, გლახაკთა, ქვრივთა და
ობოლთა მოწყალე . . .“
რომელ მეფის შესახებ არის საუბარი მოცემულ წყაროში?
79. ვისი თანამედროვე იყო პირველი მწიგობართუხუცესი - ჭყონდიდელი?
80. სახელმწიფო საქმიანობის რომელ სფეროში გატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა „სააჯო კარი“?
81. დიდგორის ბრძოლის შემდეგ თბილისი გამოცხადდა საქართველოს სამეფოს დედაქალაქად. რომელი
ქალაქი ითვლებოდა საქართველოს დედაქალაქად მანამდე?
82. სად მდებარეობდა იყალთოს აკადემია?
83. ვისი ტახტის მემკვიდრე იყო დავით IV?
84. რა უძღოდა წინ დავით IV-ის გამეფებას?
85. ვინ არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს მიწებს XI საუკუნის მიწურულს?
86. სად ჩატარდა საეკლესიო კრება დავით IV-ის მეფობის პერიოდში?
87. ვინ იყო დავით IV-ის დროს მოღვაწე ლიპარიტ V ბაღვაში?
88. რა დაწერა დავით IV-მ?
89. ვინ არის ავტორი საგალობელისა - „შენ ხარ ვენახი“?
90. რა ჩამოიტანა დემეტრე I-მა განძაზე გამარჯვების ნიშნად საქართველოში?
91. რომელ საგვარეულოს უკავშირდება გიორგი III-ის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების სახელწოდება?
92. სად მდებარეობს ვარძიის კომპლექსი?
93. ვის დროს დაიწყო ვარძიის კომპლექსის მშენებლობა?
94. ვისი ტახტის თანამოსაყდრე იყო თამარ მეფე?
95. სადაური იყო თამარ მეფის პირველი ქმარი - იური?
96. ვინ იყო თამარ მეფის მეორე ქმარი?
97. გადმოცემის მიხედვით, თანამედროვე თბილისის რომელ უბანში შედგა თამარ მეფის ქორწინება?
98. წყაროს მიხედვით, თბილისის რომელ ისტორიულ უბანში იდგა თამარ მეფის სასახლე?
99. რომელი ბრძოლა მოხდა თამარ მეფის დროს?
100. ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი?
101. რომელი მსჯელობაა მართებული თამარის მეფობის პერიოდის შესახებ?
102. რომელი სახელმწიფოს დაარსებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ლაშქარმა თამარის მეფობის პერიოდში?
103. რომელი ქართველი პოეტის თანამედროვე იყო თამარ მეფე?
104. რა მოხდა XIII საუკუნეში?
105. ვინ შეცვალა საქართველოს სამეფო ტახტზე გიორგი IV ლაშამ?
106. ვისი მეფობის პერიოდში შემოესია საქართველოს ჯალალედინი?
107. რა მოიმოქმედა ჯალალედინმა საქართველოში ლაშქრობისას?
108. რომელი დამპყრობლების ბატონობის ხანაში მეფობდნენ საქართველოში დავით VI ნარინი და დავით
VII ულუ?
109. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოში მონღოლთა ბატონობის თაობაზე?
110. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოს მეფის, დემეტრე II-ის შესახებ?
111. რომელი მეფის სახელს უკავშირდება საქართველოს ერთიანობის აღდგენა XIV საუკუნეში?
112. რომელი ისტორიული ფაქტი უკავშირდება გიორგი V ბრწყინვალეს სახელს?
113. რომელი მსჯელობაა მართებული XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სამეფოს დაშლის
თაობაზე?
114. რომელ დამპყრობელს არ ულაშქრია საქართველოში შუა საუკუნეებში?
115. საქართველოს რომელი მეფეები იბრძოდნენ თემურლენგის წინააღმდეგ?
116. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოში თემურლენგის შემოსევების თაობაზე?
117. რომელი ისტორიული ფაქტია მართებული გიორგი VIII-ის თაობაზე?
118. რომელი საგვარეულოს წარმომადგენლები მართავდნენ სამეგრელოს სამთავროს?
119. ვის წინააღმდეგ იბრძოდა ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში?
120. ქართლის რომელი მეფე იბრძოდა ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ XVI საუკუნეში?
121. რომელი მსჯელობაა მართებული ქართლის მეფის, ლუარსაბ I-ის თაობაზე?
122. რომელი ზავის მიხედვით გაინაწილეს საქართველო ოსმალეთმა და ირანმა 1555 წელს?
123. რომელი მსჯელობაა მართებული 1555 წელს დადებული ამასიის ზავის თაობაზე?
124. სად დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი 1629 წელს?
125. XVI–XVII საუკუნეებში მოღვაწე კახეთის დედოფალი ქეთევანი:
126. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ XVI–XVII საუკუნეებში?
127. რომელ ბრძოლაში დაამარცხეს ქართველებმა ირანელთა ლაშქარი 1625 წელს?
128. რომელი მსჯელობაა მართებული მარაბდის ბრძოლის თაობაზე?
129. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეულის დაპყრობას ცდილობდა შაჰ აბას I XVII საუკუნეში?
130. რომელი ქართველი მეფე იბრძოდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ XVII საუკუნის პირველ ნახევარში?
131. ვინ მეთაურობდა ანტიირანულ აჯანყებას XVII საუკუნეში?
132. ვინ არის ქართული ლექსიკონის („სიტყვის კონა“) ავტორი?
133. რომელი ისტორიული ფაქტი უკავშირდება ვახტანგ VI-ის სახელს?
134. რომელი ქართველი მწერალი მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში?
135. ქართლ-კახეთის სამეფო:
136. რომელი ისტორიული მოვლენის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა ქართველებს XVI–XVIII საუკუნეებში?
137. რა იყო ბახტრიონის აჯანყების შედეგი?
138. რომელი მსჯელობაა მართებული ვახუშტი ბატონიშვილის შესახებ?
139. რომელი ნაწარმოების ავტორია ვახუშტი ბატონიშვილი?
140. რომელი ისტორიული ფაქტი უკავშირდება იმერეთის მეფის სოლომონ I-ის სახელს?
141. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა სახელი გაითქვა:
142. რომელმა სახელმწიფომ დაიპყრო იმერეთის სამეფო XIX საუკუნის დასაწყისში?
143. ვინ იყო აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი 1788–1811 წლებში?
144. რომელი ისტორიული ფაქტი არ უკავშირდება ერეკლე II-ის მოღვაწეობის პერიოდს?
145. ქართლ-კახეთის სამეფო:
146. რომელი სახელმწიფოს ლაშქარი დაამარცხეს ქართველებმა ასპინძის ბრძოლაში?
147. რომელი სახელმწიფო დაესხა თავს ქართლ-კახეთის სამეფოს 1795 წელს?
148. რომელი ისტორიული ფაქტი არ უკავშირდება ერეკლე II-ის სახელს?
149. რომელმა სახელმწიფომ დაარღვია „გეორგიევსკის ტრაქტატი“ და არ დაეხმარა ქართლ-კახეთის სამეფოს
კრწანისის ბრძოლაში?
150. რომელი ისტორიული ფაქტია მართებული გიორგი XII-ის შესახებ?
151. რომელ წელს გამოსცა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბრძანება ქართლ-კახეთის სამეფოს
გაუქმების შესახებ?
152. რომელი სახელმწიფოს მონარქმა გამოსცა 1801 წელს მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე?
153. ვინ იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელიც იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის აგრესიის გამო
უცხოეთში გახიზნულიყო?
154. რა გააკეთა რუსეთის იმპერიამ 1811 წელს თავისი კოლონიური პოლიტიკის ფარგლებში?
155. 1812 წელს კახეთში დაიწყო დიდი აჯანყება, რომელსაც ალექსანდრე ბატონიშვილი მეთაურობდა.
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული ეს აჯანყება?
156. ვინ იყვნენ, სხვებთან ერთად, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა იყო?
157. ვინ იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე, ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი, რომელიც
ახალგაზრდა გარდაიცვალა და მთაწმინდაზეა დაკრძალული?
158. საქართველოში არსებული რომელი სამთავროები გააუქმა რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის მეორე
ნახევარში?
159. საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ასპარეზზე გამოდის თაობა, რომელსაც
თერგდალეულებს უწოდებენ. ვინ იყვნენ ამ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები?
160. XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი სასარგებლო
წიაღისეული მოპოვება, რომელიც დღემდე გრძელდება. დაასახელეთ ეს წიაღისეული?
161. 1876 წელს პირველად გამოიცა ქართული ენის სახელმძღვანელო „დედა ენა“. ვინ იყო მისი ავტორი?
162. ვინ იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც თითქმის 30 წელი ხელმძღვანელობდა
1875 წელს დაარსებული საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკს?
163. 1879 წელს დაარსდა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარეც 1885-1907
წლებში ილია ჭავჭავაძე იყო. რა ეწოდებოდა ამ ორგანიზაციას?
164. 1894-1914 წლებში ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი ქალაქის ხელმძღვანელი. სწორედ მის მოღვაწეობას
უკავშირდება ამ ქალაქის აღმშენებლობა. რომელია ეს ქალაქი?
165. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსეთი დაეუფლა სამხრეთ საქართველოს
ისტორიულ მიწებს და მათ შორის ერთ-ერთ ქალაქს. ეს ქალაქი შემდგომ დიდი პორტი გახდა და იქიდან
ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირებაც დაიწყო. რომელი ეს ქალაქი?
166. ვინ იყო საქართველოში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი XIX
საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში?
167. 1912 წელს ვასილი ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი. ვინ იყო ის
ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ვის მოგზაურობასაც რაჭა-ლეჩხუმში ასახავდა ეს
ფილმი?
168. ვინ იყო დავით სარაჯიშვილი?
169. ვინ იყო 1918 წელს გარდაცვლილი ქართველი მხატვარი, რომელმაც მსოფლიო აღიარება
გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა?
170. ვინ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორი?
171. 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რომელ წელს გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა, რომელსაც უკავშირდება ეს სახელმწიფოებრივი დღესასწაული?
172. ვინ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1918-1921 წლებში?
173. რომელ წლებში საქმიანობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება?
174. რომელმა სახელმწიფომ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი
ხელშეკრულებით?
175. საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი სტუდენტი იყო, როდესაც საბჭოთა რუსეთი
საქართველოს თავს დაესხა და ფრონტზე წავიდა მოწყალების დად, სადაც დაიღუპა კიდეც. რომელ წელს
იყო ეს ომი?
176. რამ აიძულა 1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში
წასულიყო საზღვარგარეთ?
177. პოლონეთის არმიაში XX საუკუნის 20-30-იან წლებში მსახურობდა 6 ქართველი გენერალი და ასზე მეტი ოფიცერი. რომელ სახელმწიფოსთან ომში დამარცხებამ და შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვამ აიძულა ისინი, სხვა სახელმწიფოს არმიაში შესულიყვნენ?
178. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რომელი სახელმწიფოში წავიდა
ემიგრაციაში მთავრობა?
179. ვის მიანდო ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობამ ემიგრაციაში თან წაღებული საქართველოს
ეროვნული საგანძურის მოვლა-პატრონობა?
180. რას ითხოვდა 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი გაგზავნილ წერილში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია?
181. ვინ იყო 1924 წელს საქართველოში მომხდარი დიდი ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი აქტიური
მონაწილე?
182. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო 1922-1990 წლებში?
183. საბჭოთა კავშირის არსებობის რომელ პერიოდში მძვინვარებდა დიდი ტერორი, რომელსაც სხვებთან
ერთად ემსხვერპლნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, გიორგი მაზნიაშვილი?
184. რა ეწოდება 1939-1945 წლებში მიმდინარე ომს, რომელშიც დაახლოებით 700 ათასი ქართველი
მონაწილეობდა?
185. რა რეაქცია ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას 1956 წლის მარტის დასაწყისში თბილისში დაწყებულ
მასობრივ გამოსვლებზე?
186. ვინ იყვნენ საქართველოში XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ანტისაბჭოთა დისიდენტური
ორგანიზაციის, „ჰელსინკის კავშირის“ დამაარსებლები?
187. რამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში 1978 წლის 14 აპრილს?
188. რა მოხდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს?
189. როდის გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც მმართველი კომუნისტური პარტია
დამარცხდა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გაიმარჯვეს?
190. რა კითხვაზე უნდა ეპასუხათ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული რეფერენდუმის
მონაწილეებს?
191. რა თანამდებობაზე აირჩიეს 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია?
192. 1991 წლის დეკემბერის ბოლოსა 1992 წლის იანვრის დასაწყისში თბილისში მომხდარმა რომელმა
მოვლენამ აიძულა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაეტოვებინა საქართველო?
193. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა საქართველო 1992 წელს?
194. რომელი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის წევრი იყო საქართველო 1993-2009 წლებში?
195. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა საქართველო 1999 წელს?
196. 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველო ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის მიმდინარე
ომისას რომელ ქალაქს იცავდნენ და დაიღუპნენ საქართველოს ეროვნული გმირები: ჟიული შარტავა და
გურამ გაბესკირია?
197. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველო წინააღმდეგ დაწყებული ომისას სოფელ შინდისთან
გმირულად დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. რომელ წელს გაიმართა ეს ბრძოლა?
198. რომელ სახელმწიფოებში ხორციელდებოდა საერთაშორისო სამხედრო სამშვიდობო ოპერაციები,
რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ?
199. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია და ამას, შაჰდენიზის გაზსადენის გარდა, ადასტურებს საქართველო ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენიც. რა ეწოდება ამ ნავთობსადენს?
200. რა ეწოდება იმ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა ბრიუსელში
2014 წელს?
Zuletzt geändertvor 25 Tagen