როგორ შეიძლება განიმარტოს ფსიქოლოგია ფორმალური კუთხით?
ფსიქოლოგიას ფორმალურად განვმარტავთ, როგორც ინდივიდის ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერულ შესწავლას.
მნიშვნელო
ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტებია
მეცნიერული ასპექტი, ქცევა, ინდივიდი და ფსიქიკური ასპექტი
რა არის ფსიქოლოგიის მიზნები
ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება, გაკონტროლება და ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება
ორგანიზმული ცვლადები
ორგანიზმული ცვლადები ეწოდება ორგანიზმის ქცევის შინაგან დეტერმინატებს, როგორიცაა გენეტიკური მოცემულობა, მოტივაცია, ინტელექტის დონე ან თვითშეფასება. ისინი ორგანიზმის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას. ადამიანის შემთხვევაში ამ დეტერმინატებს დისპოზიციუი ცვლადები ეწოდება.
სიტუაციური ცვლადი
გარემოს, ანუ სიტუაციური ცვლადები ეწოდება გარეგან ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ქცევაზე.
რა არის ინტროსპექცია
ინდივიდის მიერ კონკრეტული სენსორული განცდით გამოწვეული აზრების და გრძნობების განხილვა.
თანამედროვე ფსიქოლოგიის მიმდინარეობებია
ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური, ევოლუციური და ფსიქო-კულტურული
ბიოლოგიური მიმდინარეობა
ბიოლოგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზს გენების, ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებაში ეძებენ. ორგანიზმის ფუნქციონირება ახსნილია მის საფუძვლად მდებარე ფიზიკური სტრუქტურების და ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით. განცდა და ქცევა გაიგება, როგორც ნერვულ უჯრედებს შორის და შიგნით ქიმიური და ელექტრული აქტივობის შედეგი.
ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა
ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით ქცევას მართავს, ან მის მოტივს წარმოადგენს ძლიერი შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები თანდაყოლილი ინსტიქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან, პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნილებებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს. ამ მოდელის მიხედვით, ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას, თუ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მისი ლტოლვები კი - შემცირებული. ქცევის მთავარი მიზანი დაძაბულობის შემცირებაა.
ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, პიროვნებას აქეთ-იქით ექაჩება შინაგანი და გარეგანი ძალები. ფროიდის მოდელში პირველად იყო ნაჩვენები, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის არ არის რაციონალური; რომ ქცევები შეიძლება ისეთი მოტივებით იყოს გამოწვეული, რომლებიც არ არის გაცნობიერებული.
ბიჰევიორისტული
ბიჰევიორისტები სწავლობენ, თუ როგორ აკონტროლებს კონკრეტული ტიპის ქცევას გარემოს კონკრეტული სტიმული. უპირველეს ყოვლისა, ბიჰევიორისტები აანალიზებენ გარემოს წინაპირობებს, იმ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებს ქცევას და ორგანიზმს იმისთვის ამზადებს, მოახდინოს თუ არა რეაგირება. შემდეგ ისინი განიხილავენ ქცევით რეაქციას, რომელიც მათი კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. ქცევა უნდა გავიგოთ, ვიწინასწარმეტყველოთ და გავაკონტროლოთ. ბოლოს იკვლევენ რეაქციის დაკვირვებად შედეგებს.
ჰუმანისტური
ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანების ქცევას არ განაპირობებს არც შინაგანი და არც გარეგანი ძალები. ჰუმსნიდყუტი მიმდინარეობის მიხედვით, ადამიანის ძირითადი ამოცანაა საკუთარი პოტენციის, შესაძლებლობების განვითარებისკენ სწრაფბა.
კოგნიტური
კოგნიტური მიმდინარეობის ცენტრში დგას ადამიანის შემეცნება და ცოდნის შეძენის ყველა პროცესი: ყურადღება, აზროვნება, დამახსოვრება და გაგება. კოგნიტური მიმართულების მიხედვით ადამიანები მოქმედებენ, რადგან ისინი აზროვნებენ, ხოლო აზროვნებენ, რადგან ადამიანები არიან.
ევოლუციური
ევოლუციური მიმდინარეობა ცდილობს თანამედროვე ფსიქოლოგია ბიოლოგიური მეცნიერებების ძირითად იდეებს, ჩარლზ დარვინის ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციის თეორიას დაუკავშიროს. ფსიქოლოგიაში ევოლუციური მიმდინარეობა გულისხმობს, რომ, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა კონკრეტულ ადაპტაციურ მიზნებს მომსახურებოდა.
ფსიქო-კულტურული
კულტურული მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზებისა და შედეგების კროს-კულტურულ სხვაობებს სწავლობენ. კროს-კულტურული ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ყველა ადამიანს ეხება არსებული თეორიები, თუ უფრო ვიწრო, სპეციფიკურ პოპულაციებს.
რა არის თეორია? რის გარკვევაში გვეხმარება ფსიქოლოგიური თეორიები?
თეორია არის ცნებების ორგანიზებული წყება, რომელიც მოვლენას ან მოვლენათა ერთობლიობას ხსნის.
ფსიქოლოგიური თეორიები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, ფსიქიკა, ქცევა და გარემო და რა კავშირია მათ შორის.
რა არის დეტერმინიზმი
დეტერმინიზმი გულისხმობს, რომ ყველა მოვლენა - ფიზიკური, ფსიქიკური და ქცევითი - განპირობებულია კონკრეტული მიზეზით, ანუ მის შედეგს წარმოადგენს. ეს მიზეზები შეიძლება თავად ადამიანში, ან გარემოში იყოს.
დასაბუთების ეტაპი
დასაბუთების ეტაპი კვლევის ის ფაზაა, რომელშიც ჰიპოთეზის შესამოწმებლად ფაქტების მოპოვებაა საჭირო. ფსიქოლოგებმა ისეთი მონაცემები უნდა შეაგროვონ, რომლებიც ვალიდური დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემთ.
მეცნიერული მეთოდი
მეცნიერული მეთოდი არის მონაცემთა შეგროვებისა და ინტერპრეტაციის პროვედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომების წყარო და სანდო დასკვნებია მიღებული.
დამკვირვებლის ტენდენციურობა
დამკვირვებლის ტენდენციურობა პიროვნული მოტივებისა და მოლოდინებისაგან გამომდინარე შეცდომაა. ხშირად ადამიანებს ის ესმით და იმას ხედავენ, რასაც მოელიან და არა იმას, რაც სინამდვილეში ხდება.
სტანდარტიზაცია
სტანდარტიზაცია ნიშნავს მონაცემთა შეგროვების ყველა ფაზაზე თანმიმდევრულად დალაგებული და ყველასათვის საერთო პროცედურების გამოყენებას. ტესტის ან ექსპერიმენტის ყველა ფაზა სტანდარტული უნდა იყოს, ანუ კვლევის ყველა მონაწილე ერთსა და იმავე პირობაში უნდა იმყოფებოდეს. სტანდარტიზაცია ნიშნავს, რომ კითხვებს ერთნაირად სვამთ და პასუხებს წინასწარ დადგენილი წესებით ანიჭებთ ქულებს.
ოპერაციონალიზაცია
ცნებების მნიშვნელობის სტანდარტიზაციის სტრატეგიას ოპერაციონალიზაცია ეწოდება
ცვლადი
დამოუკიდებელი ცვლადი
დამატებითი ცვლადი
ცვლადი არის ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც რაოდენობრივად ან თვისობრივად იცვლება.
სტიმულის პირობა, რომელიც სხვა ნებისმიერი ცვლადისაგან დამოუკიდებლად იცვლება ექსპერიმენტულ გარემოში, არის დამოუკიდებელი ცვლადი.
თუ კვლევის პროცესში ექსპერიმენტატორის მიერ სპეციალურად შემოტანილი დამოუკიდებელი ცვლადის გარდა რაღაც სხვა ერევა და მონაცემების ინტერპრეტაციას ართულებს, მას დამატებითი ცვლადი ეწოდება.
რას განსაზღვრავს კორელაციის მეთოდი
კორელაციის მეთოდი - განსაზღვრავს, თუ რა ზომითაა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ცვლადი.
რას გვიჩვენებს კორელაციის კოეფიციენტი
კორელაციის კოეფიციენტი - სტატისტიკა, რომელიც ორ ცვლადს შორის კავშირის ხარისხს აჩვენებს.
დადებითი კორელაციის კოეფიციენტი ნიშნავს, რომ, თუ იქრდება ერთი ცვლადის მაჩვენებელი, იზრდება მეორე ცვლადის მაჩვენებელიც.
უარყოფითი კორელაცია ნიშნავს, რომ ერთი ცვლადის მაჩვენებლების ზრდას მეორე ცვლადის მაჩვენებლების შემცირება მოჰყვება.
ნულთან ახლოს მყოფი კორელაცია ნიშნავს, რომ ორი საზომის ქულებს შორის სუსტი კავშირია ან ის საერთოდ არ არის.
რა არის სანდოობა? ვალიდობა? თვითანგარიში? სოციალური სასურველობის ეფექტი ?
სანდოობა - ფსიქოლოგიური ტესტირების ან ექსპერიმენტული კვლევის შედეგად მიღებული ქცევის მონაცემების შესაბამისობას და სარწმუნოებას. სანდო შედეგი სხვა დროს, მსგავს პირობებში შემოწმებისას უნდა გამეორდეს. თუ საზომი ინსტრუმენტი სანდოა, მისი გამეორებით გამოყენებისას მსგავსი ქულები უნდა მივიღოთ.
ვალიდობა - კვლევა ან ტესტირება იმ ფსიქოლოგიურ ცვლადს ან თვისებას ზომავს, რომლის გაზომვასაც აპირებდა.
თვითანგარიში - ადამიანის მიერ საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები.
სოციალური სასურველობის ეფექტი - როდესაც ადამიანი არასწორ პასუხს იძლევა, რათა საკუთარ თავზე სასურველი შთაბეჭდილება შექმნას.
შეგრძნება
შეგრძნება არის პროცესი, როდესაც სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება დასაბამს აძლევს ნერვულ იმპულსებს, რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული პირობების განცდას, მათ გაცნობიერებას იწვევს.
შეგრძნების ორმაგი ფუნქცია: თვითგადარჩენა და გრძნობადობა.
ფსიქოფიზიკის ძირითადი ამოცანა
ვინ იყი გუსტავ ფეხნერი
ფსიქოფიზიკის ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს კავშირი ფიზიკურ გამღიზიანებელსა და ქცევას ან იმ ფსიქიკურ განცდებს შორის, რომელსაც ეს სტიმული აღძრავს.
გუსტავ ფეხნერი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ფსიქოფიზიკის ისტორიაში. მან შემოიტანა ტერმინი ფსიქოფიზიკა და შექმნა მეთოდიკა, რომელიც აკავშირებდა ფიზიკური გამღიზიანებლის ინტენსივობას.
რა არის სენსორული ადაპტაცია
სენსორული ადაპტაცია არის სენსორული სისტემების მგრძნობიარობის დაქვეითება ხანგრძლივ გაღიზიანებაზე. ადაპტაციაა არა მხოლოდ მგრძნობიარობის დაქვეითება, არამედ მისი მომატებაც სუსტი ინტენსივობის გამღიზიანებლის ზემოქმედების პირობებში.
სენსორული ფიზიოლოგია
სენსორული ფიზიოლოგია შეისწავლის ფიზიკური მოვლენების ნერვულ მოვლენებად გარდაქმნის ბიოლოგიურ მექანიზმებს. ამ სფეროს მიზანია, აღმოაჩინოს, თუ რა ხდება ნერვულ დონეზე იმ მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც განლაგებულია ფიზიკური ენერგიიდან სენსორულ განცდამდე.
აღქმა
აღქმა არის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც სენსორულ ხატში აწესრიგებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის, როგორც გარე სინამდვილით წარმოქმნილს, განცდას უზრუნველყოფენ.
ტერმინი აღქმა, მისი ფართო მნიშვნელობით, ნიშნავს გარემოში საგნების და მოვლენების წვდომის ზოგად პროცესს, რათა შევიგრძნოთ ისინი, გავიგოთ, მოვახდინოთ იდენტიფიკაცია, მივაკუთვნოთ რაიმე კატეგორიას და მოვემზადოთ მათზე რეაგირებისათვის.
აღქმას სამ საფეხურად ყოფენ: შეგრძნება, პერცეპტული ორგანიზაცია და იდენტიფიკაცია/საგნების ცნობა.
შეგრძნება ნიშნავს ნერვულ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც ტვინი აცნობიერებს.
პერცეპტული ორგანიზაცია - საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება.
იდენტიფიკაცია და ცნობა - ამ საფეხურზე პერცეპტულ ხატს მნიშვნელობა ეძლევა
რა არის პერცეპტული ხატი
პერცეპტული ხატი არის ის, რაც აღქმულია ( ფენომენოლოგიური ან განცდითი), აღქმის პროცესის შედეგი.
დისტალური და პოქსიმალური სტიმულები
გარემოში მოცემულ საგანს ეწოდება დისტალური სტიმული, ხოლო ბადურაზე მის ოპტიკურ გამოსახულებას, პროქსიმალური სტიმული.
რისი აღქმაც გვსურს, არის დისტალური სტიმული - გარემოში მოცემული „რეალური“ საგანი, ხოლო სტიმული, რომლიდანაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, არის პროქსიმალური სტიმული - ბადურაზე მიღებული საგნის გამოსახულება.
რა არის ორაზროვანი გამოსახულება
პერცეპტული ობიექტი, რომელსაც შეიძლება ერთზე მეტი ინტერპრეტაცია ჰქონდეს, ორაზროვანი გამოსახულება ეწოდება.
ჰელმჰოლცის თეორია
1866 წელს ჰერმან ფონ ჰელმჰოლცი აღქმაში გამოცდილების, ანუ შეძენილის მნიშვნელობის პოზიციას იცავდა. მისი თეორიის მიხედვით, ნერვულ სისტემაზე მოქმედი, ხშირად ორაზროვანი სტიმულების ინტერპრეტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ფსიქიკურ პროცესებს ენიჭება. გარემოს შესახებ წარსულში მიღებული ცოდნის საფუძველზე დამკვირვებელი ქმნის ჰიპოთეზებს, ანუ ვარაუდობს იმის თაობაზე, თუ როგორია ესა თუ ის საგანი სინამდვილეში.
აღქმა ინდუქციური პროცესია - კონკრეტული, სავარაუდო კერძო ხატიდან დასკვნის გაკეთება საგნების ან მოვლენების ზოგად კლასზე ხდება, რომელსაც შეიძლება ეს კონკრეტული ხატი მიეკუთვნებოდეს. რადგან ეს პროცესი ცნობიერის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ჰელმჰოლცმა მას არაცნობიერი დასკვნა უწოდა.
ჰელმჰოლცის თეორია აღქმას ორ ეტაპად ყოფს. პირველ, ანალიტიკურ ეტაპზე გრძნობის ორგანოები ფუნდამენტური შეგრძნებების დონეზე ახდენენ სამყაროს ანალიზს. მეორე, სინთეზის საფეხურზე ხდება ამ სენსორული ელემენტების გაერთიანება და სინთეზირება ობიექტების და მათი თვისებების აღქმის სახით. ჰელმჰოლცის თეორიის მიხედვით, ჩვენ შეგრძნებების ინტერპრეტაციას გარემოდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე ვახდენთ.
რა არის მოჩვენებითი მოძრაობა
მოჩვენებითი მოძრაობა - ილუზია, როდესაც მოძრავ ათვლით სისტემაში უძრავი წერტილი მოძრავად გეჩვენება, თავად ათვლის სისტემა კი - უძრავად.
თვალსაჩინო მოძრაობა
აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობა - მოძრაობის ილუზია, როდესაც ერთი ან მეტი წერტილის უწყვეტი ანთება-ჩაქრობა ერთ მოძრავ წერტილად აღიზმება. აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობის უმარტივესი ფორმაა ф ფენომენი.
აიღრმის აღქმა
სიღრმის აღქმის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზუალური სისტემა იყენებს რეტინალურ გამოსახულებას, რომელსაც მხოლოდ ორი განზომილება აქვს - ვერტიკალური და ჰორიზონტალური.
რეტინალური დისპარატი
კონვერგენცია
თვალების ბადურაზე მიღებული გამოსახულების ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის შესაბამისობას რეტინალური დისპარატი ეწოდება.
ვიზუალური სისტემა იღებს ორ განსხვავებულ რეტინალურ გამოსახულებას, ადარებს მათ ერთმანეთს შესაბამისი ნაწილების ჰორიზონტალური წანაცვლების დასადგენად (ბინოკულარული დისპარატი) და ქმნის საგნის ერთიან პერცეპციას სიღრმეში. ფაქრტობრივად, ვიზუალური სისტემა ორ გამოსახულებას შორის შეუსაბამობას სამგანზომილებიანი სამყაროს სიღრმედ (მესამე განზომილებად) აღიქვამს.
სიღრმის სხვა ბინოკულარულ ინფორმაციას კონვერგენცია იძლევა.
კონვერგენცია - საგანზე ფიქსაციისას თვალების შიგნით, ერთმანეთისკენ შებრუნება. (თვალიდან რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებული საგანზე ყურებისას).
ფარდობითი მოძრაობის პარალაქსი
ფარდობითი მოძრაობის პარალაქსი - სიღრმეზე ინფორმაციის წყარო, როდესაც დამკვირვებლიდან საგნების ფარდობითი დაშორება განსაზღვრავს შესაბამისი რეტინალური გამოსახულების მოძრაობის ოდენობას და მიმართულებას. რაც უფრო შორსაა საგანი ჩვენგან, მით უფრო უძრავი გვეჩვენება, ხოლო ახლოს მყოფი საგანი - უფრო მოძრავი.
მოძრაობის პარალაქსი იმიტომ გვაწვდის სიღრმეზე ინფორმაციას, რომ მოძრაობისას საგნების ფარდობითი დაშორება განსაზღვრავს მათი რეტინალური გამოსახულებების მოძრაობის ოდენობას და მიმართულებას.
პიქტორული(გამოსახულების) მანიშნებლები
გადაფარვა
ოკლეზია
სიღრმეზე ინფორმაცია ერთი თვალითაც მიიღება. ამ წყაროებს პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები ეწოდებათ, რადგან ისინი ნახატებში აღმოჩენილი სიღრმის შესახებ ინფორმაციის მატარებლები არიან.
გადაფარვა ან ოკლეზია თავს იჩენს მაშინ, როდესაც გაუმჭვირვალე ობიექტი ფარავს მეორ ობიექტის ნაწილს. გადაფარვით ვიღებთ ინფორმაციას, რომ გადაფარული საგანი უფრო შორსაა, ვიდრე - გადამფარავი.
გადამფარავი ზედაპირი, ასევე, ახდენს სინათლის ბლოკირებას და წარმოქმნის ჩრდილებს, რაც სიღრმეზე ინფორმაციის დამატებით წყაროდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
პიქტორული ინფორმაციის დამატებითი სამი წყარო უკავშირდება მეთოდებს, რომლითაც სინათლე სამგანზომილებიანი სამყაროდან ორგანზომილებიანი ბადურას ზედაპირზე პროეცირდება. ესენია: ფარდობითი სიდიდე, წრფივი პერსპექტივა, ტექსტურის გრადიენტები.
ფარდობითი სიდიდე ეყრდნობა სინათლის პროექციის ძირითად პრინციპს - ერთი და იგივე ზომის, მაგრამ სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები განსხვავებულ გამოსახულებებს ქმნიან ბადურაზე. უახლოესი საგანი ქმნის ყველაზე დიდ გამოსახულებას, ყველაზე დაშორებული კი - ყველაზე მცირეს. ამ წესს სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართების წესი ეწოდება.
წრფივი პერსპექტივაც სიღრმის მანიშნებელია, რომელიც, ასევე, სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. როდესაც პარალელური ხაზები სიღრმისკენ მიდიან, რეტინალურ გამოსახულებაში ჰორიზონტის წერტილისკენ იხრებიან და ერთდებიან.
ტექსტურის გრადიენტებიც სიღრმის მანიშნებლებს იძლევა, რადგან ზედაპირის სიღრმეში განვრცობასთან ერთად იზრდება ტექსტურის სიმკვრივეც. ეს შეიძლება სიდიდისა და მანძილის ურთიერთმიმართების კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნიოთ. გიბსონს მიაჩნდა, რომ ტექსტურისა და სიღრმის ურთიერთმიმართება პერცეპტულ გარემოში არსებული ერთ-ერთი მუდმივაა.
აღქმის კონსტანტობა
აღქმის (პერცეპტულუი) კონსტანტობა - საგნის ხატის უცვლელად დარჩენა, რეტინალური გამოსახულების ცვლილების მიუხედავად. უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ აღიქვამთ დისტალური სტიმულების, ჩვეულებრივ, მდგრად თვისებებს და არა პროქსიმალური სტიმულების თვისებებს, რომლებიც თავისა და თვალების მოძრაობისას მუდმივად იცვლება.
აღქმის უმთავრესი ამოცანაა, გარემოს უცვლელი (ინვარიანტული) თვისებების აღმოჩენა, მათი რეტინალური გამოსახულებების ვარიაციების მიუხედავად.
სიდიდის ფორმის ფერის და ორიენტაციის კონსტანტობა
საგნის რეალურ სიდიდეს, ნაწილობრივ, ბადურაზე მისი შესატყვისი გამოსახულების სიდიდის საფუძველზე აღვიქვამთ.
საგნის სიდიდე, ჩვეულებრივ, დისტალური სტიმულის ზომას შეესაბამება. სიდიდის კონსტანტობა ნიშნავს საგნის რეალური სიდიდის აღქმის უნარს, ბადურაზე მისი გამოსახულების ცვლილებისდა მიუხედავად.
თუ საგნის სიდიდე მანიშნებლების გათვალისწინებით აღიქმება, მაშინ მანძილზე ზუსტი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, მას ყოველთვის დამახინჯებულად აღვიქვამთ.
ფორმის კონსტანტობა - საგნების რეალური მორმის აღქმის უნარი რეტინალური გამოსახულების ზომების ცვლილების მიუხედავად.
ორიენტაციის/მიმართულების კონსტანტობა არის სამყაროში საგნების რეალური ორიენტაციის აღქმა, ბადურაზე მათი ორიენტაციის ცვლილების მიუხედავად.
ფერის კონსტანტობა არის განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტების სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია.
აღმავალი გაფამუშავება
სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში გადაგზავნას ამორჩევისა და ანალიზისათვის აღმავალი გადამუშავება ეწოდება. აღმავალი გადამუშავება ემპირიულ რეალობას ეფუძნება და ინფორმაციის მცირე ნაწილებს შეეხება. ის სტიმულის კონკრეტულ ფიზიკურ ნიშნებს აბსტრაქტულ ხატებად გარდაქმნის. ამ ტიპის გადამუშავებას მონაცემებით აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებე, რადგან იდენტიფიკაციის საწყის წერტილს გარემოდან მიღებული მონაცემები წარმოადგენს.
აღმავალი გადამუშავება - გარემოში ხელმისაწვდომ სენსორულ ინფორმაციაზე დაფუძნებული პერცეპტული ანალიზი. ანალიზის შედეგები აღმავალი გზით შედარებით აბსტრაქტულ რეპრეზენტაციებისკენ მიემართება.
დაღმავალი გადამუშავება
როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენს აღქმაზე, ფენომენს დაღმავალი გადამუშავება ეწოდება. დაღმავალ გადამუშავებას სამყაროს აღქმაში წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოტივები და კულტურული ფონი შემოაქვს. დაღმავალი გადამუშავებისას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციონირება გავლენას ახდენს საგნებისა და მოვლენების გაგებაზე. დაღმავალ პროცესებს კონცეპტუალურად (ანუ ცნობიერის დონეზე, ან ჰიპოთეზით) აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებენ, რადგან მეხსიერებაში შენახული ცნებები გავლენას ახდენს სენსორული მონაცემების ინტერპრეტაციაზე.
დაღმავალი გადამუშავება - პერცეპტული პროცესები, როდესაც ადამიანის წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოლოდინები, მოტივაცია და კონტექსტი გავლენას ახდენს აღქმული ობიექტის ინტერპრეტაციასა და კლასიფიკაციაზე
ფონემური რეკონსტრუქცია
ადამიანები იშვიათად აცნობიერებენ, რომ ისინი ფიზიკურ სიგნალებს ხარვეზებით იღებენ. ამ ფენომენს ფონემური რეკონსტრუქცია ეწოდება.
ფონემა არის ბგერის მინიმალური, შინაარსიანი ერთეული ენაში. ფონემური რეკონსტრუქცია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები დაღმავალ გადამუშავებას გამოტოვილი ფონების შესავლებად იყენებენ.
გეონები
ირვინ ბიდერმანის მიხედვით, ყველა ობიექტი შეიძლება შედგებოდეს გეომეტრიული იონების, ანუ გეონებისგან. გეონები არის ფორმების დიდი ან შემთხვევითი ერთობლიობა. ბიდერმანი ირწმუნებოდა, რომ ყოველი 36 გეონის ერთიანობა შემდეგი წესით შეიძლება განისაზღვროს: თითოეული სამგანზომილებიანი გეონი ქმნის ორგანზომილებიანი ბადურას სტიმულაციის უნიკალურ პატერნს. ეს უნიკალურობის წესი საშუალებას უნდა გვაძლევდეს, სენსორული სტიმულაციის პატერნიდან მივხვდეთ, რა საგანია გარემოში მოცემული.
Last changeda year ago