1. რა ასაკის პირს აქვს უფლება არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტად?
2. რა შემთხვევაში იმართება პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები?
3. როდის იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?
4. როდის იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება?
5. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ
სამართლებრივ აქტზე რომელ სუბიექტს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
6. ვინ ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს?
7. ვინ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე?
8. ვინ ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს?
9. ვინ და რა ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?
10. ვინ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე?
11. რამდენ ხანში ერთხელ და ვის წარუდგენს პროკურატურა თავისი საქმიანობის ანგარიშს?
12. რა ვადით აირჩევა გენერალური პროკურორი?
13. ვის ან რას ემორჩილება საქართველოს პროკურატურა თავისი საქმიანობისას?
14. ვინ იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან მისი
საზღვრების შეცვლის თაობაზე?
15. როგორ კომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო?
16. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური
კანონის პროექტის განხილვა?
17. პარლამენტის წევრთა რა რაოდენობის მხარდაჭერაა აუცილებელი კონსტიტუციური კანონის
მისაღებად?
18. რა გავლენას ახდენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება კონსტიტუციური
კანონის განხილვის პროცესზე?
19. რა ვადაში გადაეცემა კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, თუ
მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი?
20. რა შემთხვევაში ითვლება მიღებულად გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების
დამტკიცების შესახებ?
21. პარლამენტის წევრთა რა რაოდენობის მხარდაჭერაა აუცილებელი კანონის მისაღებად, თუ
კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული?
22. აქვს თუ არა პრეზიდენტს მისთვის ხელმოსაწერად გადაცემული კანონის პარლამენტისათვის
დაბრუნების უფლება?
23. რა შემთხვევაში აქვს პარლამენტის წევრს უფლება, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას?
24. შეიძლება თუ არა პარლამენტის წევრი ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო
საქმიანობას?
25. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის პარლამენტისათვის შენიშვნებით დაბრუნების
შემთხვევაში, ხმათა რა რაოდენობაა საჭირო პრეზიდენტის შენიშვნების მისაღებად?
26. როდის იხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია?
27. აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება?
28. ვინ განსაზღვრავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს?
29. აქვს თუ არა მთავრობის წევრს უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას?
30. ვინ შეიძლება დააკისროს მინისტრს ვიცე-პრემიერის მოვალეობა?
31. არის თუ არა შესაძლებელი სახელმწიფო საზღვრის შეცვლა?
32. ვინ ნიშნავს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას?
33. დამსწრეთა რა ოდენობაა აუცილებელი, რომ ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე
შეუდგეს მუშაობას?
34. აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უფლება, ეკავოს პარლამენტის თავმჯდომარის
თანამდებობა?
35. ვინ ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს?
36. ვინ არის უფლებამოსილი, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა?
37. როდის და რა პერიოდით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო?
38. შეიძლება თუ არა, რომ ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი იყოს პარლამენტის წევრი?
39. ვისი ბრძანებით მოქმედებენ თავდაცვის ძალები, თუ ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობა არ არის?
40. დასაშვებია თუ არა პანდემიის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?
41. საჭიროებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის თანხმობას?
42. დასაშვებია თუ არა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას აზრისა და მისი გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვა?
43. ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების
შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების თაობაზე?
44. ვის წინაშეა ანგარიშვალდებული სახელმწიფო აუდიტის სამსახური?
45. აქვს თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები?
46. დასაშვებია თუ არა სამხედრო სასამართლოს შემოღება?
47. ვინ ახორციელებს მართლმსაჯულებას საქართველოს ტერიტორიაზე?
48. ხმათა რა რაოდენობით იღებს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს?
49. რა სიხშირით იღებს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს?
50. ვისი თანხმობით აქვს პარლამენტს უფლება, მიიღოს კანონი, რომელიც იწვევს სახელმწიფოს
მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას?
51. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც
შედგება:
52. საქართველოს კონსტიტუციით, ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და
უიარაღოდ შეკრების უფლება, გარდა:
53. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში?
54. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს
საქართველოს სახელით. ვის შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან
შეჩერება?
55. რა ფორმით იქმნება საქართველოში მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით?
56. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვისზე ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა?
57. რა ფორმით მოიპოვება საქართველოს მოქალაქეობა?
58. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საქართველოდან საქართველოს
მოქალაქის გაძევება?
59. ვინ მეთაურობს საქართველოს მთავრობას?
60. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა რწმენისა და აღმსარებლობის
61. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით?
62. რომელი დებულებაა მართებული?
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი არის:
63. რომელი დებულებაა მართებული?
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს:
64. რომელი დებულება არის მცდარი?
65. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა:
66. რომელი მსჯელობაა მართებული?
საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია:
67. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის სხდომები საჯაროა.
შესაძლებელია თუ არა პარლამენტის სხდომის დახურვა?
68. რომელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს ფულის ემისიის უფლება?
69. რომელი მსჯელობაა მცდარი?
70. რომელი მსჯელობაა მართებული?
71. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს:
72. რომელი მსჯელობაა მცდარი?
73. რომელი მსჯელობაა მცდარი?
74. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
75. რომელი მსჯელობაა მართებული?
სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის
ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება:
76. დასაშვებია თუ არა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის გასხვისება?
77. რომელი დებულებაა მართებული?
78. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა კერძო საკუთრების უფლების
გაუქმება?
79. რომელი მსჯელობაა მართებული?
80. ვის წინაშეა საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული?
81. ვის უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტისტუციური შეთანხმების დადება?
82. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო საზღვრის
შეცვლა?
83. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის
ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
რომელი მსჯელობაა მცდარი?
84. რომელი დებულებაა მართებული?
85. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ბრალდებულის საპროცესო უფლებები.
რომელ საპროცესო უფლებას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია?
86. რომელი მსჯელობაა მართებული?
87. როგორ ხორციელდება სამართალწარმოება საქართველოში, თუ პირმა არ იცის სახელმწიფო ენა?
88. რომელი დებულებაა მართებული?
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება:
89. რა წესით შეირჩევა საქართველოს გენერალური პროკურორი?
90. რა დროს შეუძლია დაკავებულ პირს, მოითხოვოს ადვოკატის დახმარება?
91. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა ადამიანის პირადი და
ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა?
92. ვის აქვს ადამიანის დაკავების უფლება?
93. რომელი დებულებაა მართებული?
94. რა შემთხვევაში დაიშვება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა?
95. საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია თუ არა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?
96. რომელი დებულებაა მართებული?
97. რომელი თანამდებობის პირის გადაყენება შეიძლება თანამდებობიდან მხოლოდ იმპიჩმენტის წესით?
98. რომელი დებულება შეესაბემება საქართველოს კონსტიტუციას?
99. რომელი დებულება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას?
100. რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
101. ვის ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა?
102. სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა შესაძლებელია:
103. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
104. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია გარემოს
მდგომარეობის შესახებ?
105. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი
დამნაშავეობა არ დამტკიცდება:
106. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს, თუ ის
მოპოვებულია:
107. დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს:
108. რომელი უწყება წარუდგენს დასკვნას პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის
წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით?
109. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს:
110. რა საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს პარლამენტის წევრს დამატებით?
111. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა სიკვდილით დასჯა?
112. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საკუთრების ჩამორთმევა?
113. საქართველოს მოქალაქეს ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უფლება წარმოეშობა:
114. რამდენი წევრისგან შედგება საქართველოს პარლამენტი?
115. ვინ არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი?
116. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რომელი მსჯელობაა მართებული?
117. საქართველოს დედაქალაქია:
118. როდის არის საქართველოს კონსტიტუცია მიღებული?
119. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს
მოქალაქე:
120. საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყო საქართველოს მოქალაქე:
121. ვინ ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას?
122. რა საფუძვლით აქვს საქართველოს პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება?
123. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს:
124. ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს?
125. რა თანამდებობა შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეა?
126. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
127. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აღიარებულია:
128. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
129. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლების შეზღუდვა?
130. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
131. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები ვრცელდება:
132. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
133. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საგანგებო სასამართლოების შექმნა?
134. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა:
135. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საჯარო რესურსების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს:
136. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ცენზურა:
137. რა ვადით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი?
138. ვის კომპეტენციას განეკუთვნება მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა:
139. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება?
140. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება:
141. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა სახის განათლების სრულად დაფინანსების ვალდებულება აქვს სახელმწიფოს?
142. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა, რაც დადასტურებულია:
143. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია
განსაზღვრულია:
144. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
145. საქართველოს მოქალაქენი საქართველოს კონსტიტუციას აცხადებენ:
146. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
147. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მსჯავრდებულებს შეიწყალებს:
148. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, თუ ის უკავშირდება:
149. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის:
150. ვინ ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?
151. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაშვებულია თუ არა საქართველოს მოქალაქის
სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა?
152. კონსტიტუციის მიხედვით, ვინ ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს?
153. კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პარლამენტი შედგება:
154. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვის არა აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?
155. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება:
156. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება აქვს:
157. თვითმმართველი ერთეული არის:
158. საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება:
159. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ :
160. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს:
161. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული
დამოუკიდებლობის გარანტი არის:
162. საქართველოს კონსტიტუციის მიღების თარიღია:
163. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რომელი თანამდებობის დაკავების უფლება ეკრძალება?
164. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,
განათლების მიღების უფლება აქვს:
165. შეიძლება თუ არა, საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლაზე?
166. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა;
167. ჩამოთვლილთაგან რა ეკრძალება პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში?
168. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება:
169. კონსტიტუციის მიხედვით, რომელ ენაზე ხორციელდება სამართალწარმოება?
170. ვის შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება?
171. ვინ აკომპლექტებს საქართველოს მთავრობას?
172. საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული ?
173. რომელია ის თანამდებობის პირი, რომლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი
გაჩხრეკა, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე, თუ ადგილი არა აქვს
დანაშაულზე წასწრებას?
174. დასაშვებია თუ არა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოდან საქართველოს
175. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის საქმიანობის ძირითადი
მიმართულების განსაზღვრაზე პასუხისმგებელია:
176. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს:
177. კონსტიტუციის მიხედვით, რა შემთხვევაშია საჭირო შეკრების გამართვისათვის ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილება?
178. საქართველოს პრეზიდენტის არჩევისას საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:
179. საქართველოს პრეზიდენტი არის:
180. რომელ ორგანოს ან თანამდებობის პირს და რა პირობით შეუძლია შეიტანოს ცვლილებები
პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში?
181. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვინ აწერს ხელს კანონს:
182. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვინ არის სახელმწიფო ხელისუფლების წყარო:
183. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია თუ არა ადამიანისათვის
არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის შეფარდება?
184. ვინ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს?
185. საქართველოს პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება:
186. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული:
187. საქართველოს უზენაესი კანონი არის:
188. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, როდის უნდა განემარტოს დაკავებულ პირს მისი
უფლებები და დაკავების საფუძველი?
189. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა პირობით შეუძლია ადამიანს მიიღოს შეკრებაში
მონაწილეობა?
190. ვის აქვს გენერალური აუდიტორის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის უფლება?
191. შეუძლიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ?
192. რა საფუძვლით შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა?
193. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი ორგანოს ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილების საფუძველზე არის დასაშვები ადამიანის თავისუფლების აღკვეთა?
194. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შეიძლება თუ არა შეიზღუდოს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა მათთვის, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში?
195. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვის მიერ და რა წესით ინიშნება საქართველოს ელჩი?
196. რამდენი წლით აირჩევა საქართველოს პარლამენტი?
197. ვის უნდა წარედგინოს დაკავებული პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია მხილებული?
198. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი
უშუალო საფრთხის შემთხვევაში, ვის უფლებამოსილებას წარმოადგენს საომარი მდგომარეობის გამოცხადება?
199. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ერთი და იგივე პირი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად შეიძლება განწესდეს:
200. ვინ არ შედის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო კოლეგიის
შემადგენლობაში:
Last changed4 days ago